თეიმურაზ მეფე
თეიმურაზ I (დ. 1589 — გ. 1663), კახეთის მეფე 1606-1648, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632. გამეფდა 16 წლისა. მისი მცირეწლოვნების გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა. 1607 თეიმურაზ I დააქორწინეს მამია გურიელის ასულ ანაზე, რომელიც 1610 გარდაიცვალა. 1612 შეირთო ქართლის მეფისლუარსაბ II-ის და ხორეშანი. 1614, ირანის შაჰის აბას I-ის ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. 1615, კახეთში ანტიირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს. იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას.
No comments:
Post a Comment