ლევან დადიანი
ლევან II დადიანი, ოდიშის მთავარი 1611-1657, მანუჩარ I დადიანის ძე. იგი 14 წლის ასაკში აღმოჩნდა სამთავროს ტახტზე, ხოლო დროებითი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ბიძამ, გიორგი ლიპარტიანმალევანი იზრდებოდა კახეთში, თავისი პაპის, ალექსანდრე II–ის ოჯახში. სადაც შაჰ–აბასის მუხანათური პოლიტიკის სისტემას ის პატარაობიდან ეცნობოდა. ამასთანავე, კახეთის მეფის კარზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად იბრძოდნენ ოსმალეთის და მოსკოვის მეფის დიპლომატები. გაბატონებული იყო თვალთმაქცობა, მლიქვნელობა და ყოველგვარი სიბოროტე. ასეთ პირობებში აღზრდილ ლევან დადიანსაც ახასიათებდა ორპირობა, ცბიერება, სიმკაცრე და სხვა. რაც იმ ეპოქის პოლიტიკური ბრძოლის ერთ–ერთ საშუალებად იყო მიჩნეული. ამიტომ ვახუშტი ბატონიშვილი ლევანს ასე ახასიათებს:"რამეთუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის–მომხსენე და იმარჯვებდა ჟამთა..საქარ. ცხოვრება, გვ. 299".[1]
მაგრამ ამასთანავე ლევან დადიანი იყო ნიჭიერი მთავარი, უშიშარი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი, რომელიც კარგად ერკვეოდა იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოხერხებულად იბრძოდა თავისი სამთავროს გაძლიერებისათვის იმ ხერხებითა და საშუალებებით, რომელიც მაშინ იყო გამოყენებული.
ლევანს მისი თანამედროვე იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი ასე ახასიათებს: "ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და ჩვენის საუკეთესო მასწავლებლებისაგან რომ სწავლა–განათლება მიეღო , ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა . უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით შეუთვისებია მას მარად საქებური ზნე ჩვეულება. უსაქმურად მისი ნახვა შეუძლებელია. პირიქით მუდამ დაუღალავად შრომობს და ყოველთვის მზად არის ყოველგვარის ვარჯიშიბისათვის. ლაშქრობაში ჩქარია, ჩუმი და მხნე. ამიტომ ყოველ ომში იგი იმარჯვებს. მეხსიერება ისეთი ძლიერი აქვს, რომ დავიწყება რა არის , არც იცის. ხომ მრავალი მოლაპარაკება აქვს სხვადასხვა საქმის გამო, მაგრამ ყოველის მოლაპარაკების და ხელშეკრულების უმცირესი სიტყვაც კი გაახსენდება ექვსის და შვიდის წლის შემდეგაც"–ო.[2]
დონ კრისტოფორო დე კასტელი წერს:ასევე ახასიათებს ლევან II–ს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც ამბობს: "რომ ლევან დადიანი სამეგრელოს ერთი შესანიშნავი მთავარი იყო, გულადი, დიდად გონიერი, მართალი და მტერთან ბრძოლაში გამარჯვებული. ეს მთავარი იქნებოდა საუკეთეო ადამიანი, რომ იგი დაბადებულიყო უკეთეს ქვეყანაში"–ო.
„ვეფხვი, რომელიც ბავშვებთან თამაშობს და ლომებთან იბრძვის. ქვეშევრდომის შემბრალებელია - ქედმაღალი და მძლევარი. ლევან დადიანზეა ნათქვამი. იეროგლიფურად შეგუებული იყო კოლხეთის მეფის ბუნებასთან ის, რაც შირად ხდებოდა მის კარავში. იგი ერთობოდა ბავშვებთან და ლეკვებთან, შემდეგ კი სასტიკ მხეცად და დიდ მებრძოლად გადაიქცეოდა ხოლმე თავის მეზობელ მთავრებსა და მეფეებთან ბრძოლის დროს.“ |
ლევანის პირველი მეუღლე იყო აფხაზი მთავრის სეტემან შერვაშიძის ქალიშვილი თანური, ვარაუდoბენ რომ ეს ქალი 1621 წლის ახლო ხანებში შეირთო. მას არქანჯელო ლამბერტი კარგად ახასიათებს: "ეს ქალი იყო ბუნებით ლამაზი და სავსე ყველა სათნოებითა, რომელიც შეეფერებოდა მის გვარის ქალს: ქარგვაში, წერა–კითხვაში, გულუხვობაში და ზრდილობაში მას ტოლი არ ჰყავდა. თავისი სათნოებით მიიზიდა ყველა თავის ქვეშევრდომის გული". მალე ამ ქალისაგან ეყოლა მთავარს ორი ვაჟი. დედოფალს იხსენიებენ რუსი ელჩები. მისი სახელი ერთი ცნობით დარუნდია, მეორით თანური. აქ ჩანს, რომ ერთი და იგივე სახელის დამახინჯებასთან გვაქვს საქმე.
ლევან დადიანის პირველი მეუღლე
პოლიტიკური თვალსაზრისით თუ შეხედავთ ლევან დადიანის ცხოვრებას, უნდა ითქვას, რომ პირად ცხოვრებაში თავზეხელაღებულმა და უზნეო კაცმა სამთავროში სანიმუშო სახელმწიფო წესრიგი დაამყარა. თან, რაც მთავარია, მთელი ცხოვრება საერთო ქართული ეროვნული შეგნება ამოძრავებდა. შეიძლება ამ შეგნებაში პირადი პატივმოყვარეობის გრძნობაც ერია (მთელი საქართველოს იმპერატორობაზე ოცნებობდაო _ ამბობს კასტელი), მაგრამ ამას არა აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა. არსებითი ის არის, რომ იმიერ და ამიერ საქართველოს ერთიანობაზე ოცნებობდა. ამ მიზნით მიათხოვა მან თავისი ასული ძილისანი იმერეთის მეფე ბაგრატს და დაი მარიამი ქართლის მეფე როსტომს ანუ ხოსრო-მირზა ბაგრატიონს. ასე დამოყვრდა ორი კაცი _ ერთი ამიერ და მეორე იმიერ ქართველი, ერთი პოლიტიკური სიბრძნითა და ცბიერებით სავსე, მეორე – ამოურწყავი ენერგიითა და ვაჟკაცობით.
ასე ეწერა მარიამ დედოფალს, ძაძები არ უნდა გაეხადა.
დადიოდა შავოსანი დედოფალი საქართველოში და აშენებდა დანგრეულსა და იავარქმნილს. ბოლნისის ტაძარი შეაკეთებინა, რუისში ეკლესია განაახლა, ალავერდი შეამკო, თბილისში დაბლაციხესთან ეკლესია ააგო, სვეტიცხოვლის მორღვეული გუმბათი აღადგინა.
დადიოდა და აწერინებდა წიგნებს. მარიამისეული «ქართლის ცხოვრება» მისი ბრძანებით არის გადაწერილი.დადიოდა და განიკითხავდა ქვრივ-ობლებს.შენდებოდა ქრისტიანი საქართველო და მაჰმადიანი როსტომ მეფე თითქოს ვერაფერს ხედავდა. იჯდა თბილისში ირანის ყულარაღასი და ისპაჰანის ტარუღა და, მარიამ დედოფლის ხელით, აშენებდა ქრისტიან საქართველოს.ბოლოს როსტომ მეფის საათმაც დარეკა და ღრმად მოხუცი 1658 წელს მიიცვალა იგი. როსტომ მეფე სპარსეთს წაასვენეს და დიდებით დაკრძალეს შაჰ-აბას პირველის გვერდით წმინდა ქალაქ ყუმში.ასე წვანან ირანულ მიწაში ერთმანეთის გვერდიგვერდ საქართველოს დამაქცევარი და საქართველოს მაშენებელი.
თითქოს ქმრის სიკვდილი არ კმაროდა, ახალი დამცირება ელოდა მარიამ დედოფალს. ისპაჰანიდან რაყამი მოვიდა. შაჰი ბრძანებდა: ახალმა მეფემ ვახტანგ V ანუ სპარსულად შაჰ-ნავაზმა ცოლად შეირთოსო მარიამ დედოფალი. სპარსელები არას დაგიდევდნენ, რომ ვახტანგ V უკვე ცოლიანი კაცი იყო და როდამ ბარათა-ყაფლანიშვილთან 8 შვილი ჰყავდა. ასე ნებავდა ირანელ ხელმწიფეს და ქართველ მეფეს მორჩილად უნდა დაეკრა თავი. სხვა გზა არ იყო.
მესამედ გათხოვდა მარიამ დადიანი.
კასტელი ასე ახასიათებს ლევან დადიანს: «…კოლხელი მთავარი, ხალხის მმართველი, კეთილი, მზრუნველი, მოსარჩლე, სამართლიანი და გულმოწყალე. იგი გულუხვად ეხმარებოდა არა მარტო თავის ყმებსა და ქვეშევრდომებს, არამედ მეზობელი სამთავროების მცხოვრებთაც». (გვ. 43). მაგრამ ამ ჭეშმარიტად ნიჭიერ და სახელმწიფო მოღვაწეს უსაშველო ამპარტავნების ჭია ღრღნიდა, რამაც დაუნდობელი და სასტიკი გახადა.
ერთიმეორის მიყოლებით უსაშინელესი ამბები დატრიალდა ლევან დადიანის ოჯახში.
ერთიმეორის მიყოლებით უსაშინელესი ამბები დატრიალდა ლევან დადიანის ოჯახში.
ჯერ იყო და პირველ ცოლს აფხაზეთის მთავრის სეტემან შარაშიას (შარვაშიძე) ასულს დარეჯანს ცხვირი, ენა და ყურები მოაჭრა და ასე გაუგზავნა უკან მამას. ასე იმიტომ განრისხებულა, რომ ქალისათვის დაუწამებიათ პაატა წულუკიას (წულუკიძე) მრუშობსო. ცოლს რომ გაუსწორდა, პაატა წულუკია შეიპყრო და სიმონ გურიელს გაუგზავნა ხელფეხშეკრული, ციხეში ჩაალპეო.
ალბათ პირველი ცოლის თავიდან მოცილება გაუხარდა კიდეც ლევან დადიანს, რამეთუ სხვა უყვარდა: ღვიძლი ბიძის გიორგი ლიპარტიანის ახალგაზრდა თანამეცხედრე, ესეც დარეჯანი. ლევანმა, როგორც კი გააგდო დასახიჩრებული დარეჯან შარაშია, მაშინვე წაართვა ბიძას ცოლი.შეურაცხყოფის ელდამ მოკლა ლიპარტიანი.
ლევან დადიანის თვითნებობით და თავხედობით თავგაბეზრებულმა გურიის მთავარმა სიმონ გურიელმა, აფხაზეთის მთავარმა სეტემან შარაშიამ და იმერეთის მეფე გიორგიმ გადაწყვიტეს მიპარვით მოეკლათ სამეგრელოს მთავარი. ამ შეთქმულებას პაატა წულუკია თავკაცობდა. დაიქირავეს მკვლელი. გალაღებული ლევანი მეორე ქორწილს იხდიდა. საქორწინო სუფრასთან მჯდომს მიეპარა მკვლელი და შუბი აძგერა ზურგში. თითქოს სასიცოცხლო პირი აღარ უჩანდა, მაინც გადარჩა. სასიკვდილოდ გამიმეტესო და მთლად გაცოფდა ლევან დადიანი. სიმონ გურიელი შეიპყრო და თვალები დათხარა. პაატა წულუკია ქვემეხის ლულაში ჩატენა და ისე ააფეთქა. თავზარდაცემულმა იმერეთის მეფე გიორგიმ ერთგულება შეფიცა და თავი ამით გადაირჩინა. აფხაზეთის მთავარი კი ისედაც დასჯილი იყო შვილის გაუბედურებით.
ლევანის მეორე ცოლი დარეჯან ჭილაძე კი უავესი და უბოროტესი ქალი გამოდგა. ლევან დადიანისა და დარეჯან შარაშიას ორივე შვილი მოწამლა. თავად ოთხი შვილი ეყოლა, მაგრამ ერთი კუტი დაიბადა და მალე გარდაიცვალა. მეორე დამბლადაცემული იყო. ბოროტებისათვის თუ მიაგო უზენაესმა სამაგიერო.
ლევან დადიანის მეორე მეუღლე ნესტან-დარეჯანილევან დადიანის თვითნებობით და თავხედობით თავგაბეზრებულმა გურიის მთავარმა სიმონ გურიელმა, აფხაზეთის მთავარმა სეტემან შარაშიამ და იმერეთის მეფე გიორგიმ გადაწყვიტეს მიპარვით მოეკლათ სამეგრელოს მთავარი. ამ შეთქმულებას პაატა წულუკია თავკაცობდა. დაიქირავეს მკვლელი. გალაღებული ლევანი მეორე ქორწილს იხდიდა. საქორწინო სუფრასთან მჯდომს მიეპარა მკვლელი და შუბი აძგერა ზურგში. თითქოს სასიცოცხლო პირი აღარ უჩანდა, მაინც გადარჩა. სასიკვდილოდ გამიმეტესო და მთლად გაცოფდა ლევან დადიანი. სიმონ გურიელი შეიპყრო და თვალები დათხარა. პაატა წულუკია ქვემეხის ლულაში ჩატენა და ისე ააფეთქა. თავზარდაცემულმა იმერეთის მეფე გიორგიმ ერთგულება შეფიცა და თავი ამით გადაირჩინა. აფხაზეთის მთავარი კი ისედაც დასჯილი იყო შვილის გაუბედურებით.
ლევანის მეორე ცოლი დარეჯან ჭილაძე კი უავესი და უბოროტესი ქალი გამოდგა. ლევან დადიანისა და დარეჯან შარაშიას ორივე შვილი მოწამლა. თავად ოთხი შვილი ეყოლა, მაგრამ ერთი კუტი დაიბადა და მალე გარდაიცვალა. მეორე დამბლადაცემული იყო. ბოროტებისათვის თუ მიაგო უზენაესმა სამაგიერო.
პოლიტიკური თვალსაზრისით თუ შეხედავთ ლევან დადიანის ცხოვრებას, უნდა ითქვას, რომ პირად ცხოვრებაში თავზეხელაღებულმა და უზნეო კაცმა სამთავროში სანიმუშო სახელმწიფო წესრიგი დაამყარა. თან, რაც მთავარია, მთელი ცხოვრება საერთო ქართული ეროვნული შეგნება ამოძრავებდა. შეიძლება ამ შეგნებაში პირადი პატივმოყვარეობის გრძნობაც ერია (მთელი საქართველოს იმპერატორობაზე ოცნებობდაო _ ამბობს კასტელი), მაგრამ ამას არა აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა. არსებითი ის არის, რომ იმიერ და ამიერ საქართველოს ერთიანობაზე ოცნებობდა. ამ მიზნით მიათხოვა მან თავისი ასული ძილისანი იმერეთის მეფე ბაგრატს და დაი მარიამი ქართლის მეფე როსტომს ანუ ხოსრო-მირზა ბაგრატიონს. ასე დამოყვრდა ორი კაცი _ ერთი ამიერ და მეორე იმიერ ქართველი, ერთი პოლიტიკური სიბრძნითა და ცბიერებით სავსე, მეორე – ამოურწყავი ენერგიითა და ვაჟკაცობით.
ლევან დადიანის და მარიამი
როცა როსტომ მეფემ ანუ ხოსრო-მირზა ბაგრატიონმა მარიამ დადიანის შერთვა გადაწყვიტა, სამეგრელოს მთავარმა და ქართლის მეფემ საქორწინო შეხვედრა ხანისწყლის ხეობაში, ბაღდადთან ახლოს, კაკას ხიდთან (ისტორიული საჩხეიძეო) დათქვეს. ჭკუაში არ დაუჯდათ ეს იმერეთის მეფეს გიორგის და კახთა მეფეს თეიმურაზ პირველს. ასე განაჩინეს: ვიდრე როსტომ მეფე ჩამოვიდოდა, თავს დასხმოდნენ ლევან დადიანს და საქორწინოდ მოსული მაყრიონი ერთიანად გაეჟუჟათ. მაგრამ გიორგი მეფის თანამზრახველთა შორის მოღალატე აღმოჩნდა, იმერთა და კახთა მეფეების მზაკვრული განზრახვა ლევან დადიანს აცნობა. ლევან დადიანი ის კაცი არ იყო, ვინც მზაკვრობას ასე იოლად შეარჩენდა ვინმეს. სასწრაფოდ დაესხა თავს ხანისწყლის ხეობაში დაბანაკებულ გიორგისა და თეიმურაზს. იმერეთის მეფე გიორგი ტყვედ ჩავარდა, თეიმურაზ პირველმა კი გაქცევით უშველა თავს. მათი თანმხლები ლაშქარი კი პირწმინდად გაწყვიტა ლევან დადიანმა.ბრძოლა დამთავრებული იყო, როცა როსტომ მეფემ კაკას ხიდთან მოაღწია. ენით უთქმელი და კალმით აუწერელი საქორწინო ნადიმი გაიმართა. ილხენდა იმერი და ამიერი საქათრველო, მაგრამ არავის გახსენებია იქვე ჩახოცილი თანამოძმენი და მათი სისხლით დამბალი მიწა.
მთელი ცხოვრება გლოვაში გაატარა მარიამ დედოფალმა.თავდაპირველად იგი სიმონ გურიელს მიათხოვეს. მერე სიმონ გურიელმა უკადრისი იკადრა: ღვიძლი მამა მამია გურიელი მძინარე დაკლა სარეცელში. მამის მოკვლავს არ ვაპატიებო, განრისხდა ლევან დადიანი (ქრისტოფორო კასტელი ამბობს _
«მშობლის მკვლელობა ხომ უფრო სასტიკია, ვიდრე მრუშობა»).
გურიაში ილაშქრა. სიმონ გურიელი შეიპყრო და თვალები დათხარა. დაი მარიამი და დისწული, მცირეწლოვანი ოტია გურიელი შინ, ოდიშს წამოიყვანა.
მეორე ქორწინებით მითხოვდა მარიამ დედოფალი როსტომ მეფეს. მაშინ როსტომი სამოცდაათ წელს მიტანებული მოხუცი იყო. აიტანა ახალგაზრდა ქალმა ეს, რამეთუ საქართველოს ინტერესი ითხოვდა ამას. ერთადერთი ნუგეში შვილი იყო ოტია. როსტომ მეფესაც უყვარდა გერი. ღვიძლი შვილი არ ჰყავდა როსტომ და მისი მომავლის იმედი ოტია იყო. მაგრამ სხვაგვარად სჯიდა ბედისწერა: ოტია გურიელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დარჩნენ უძეოდ როსტომი და მარიამი. მაგრამ ამით არ დამთავრებულა მეფე-დედოფლის ოჯახური უბედურება. მემკვიდრედ იშვილეს ლუარსაბ ბატონიშვილი. თურმე არც ლუარსაბს ეწერა დიდი დღე. როსტომ მეფე «გატეხილი ხიდის» (აწინდელი წითელი ხიდის) მშენებლობის სანახავად წასულა. თან ახლდნენ მარიამი და ლუარსაბ. შეუჩნდა შვილობილი მამობილს _ სანადიროდ წავალო ტოლ-მეგობრებთან. გაუშვეს და უკან გულგანგმირული მოასვენეს ლუარსაბ ბატონიშვილი. არავინ უწყის როყიო ტყვია მოხვდა ლუარსაბს თუ საგანგებოდ ნასროლი. ჭორი დადიოდა, ბაადურ სომეხმა და შიოშ ქართველმა მოჰკლესო ლუარსაბ ბატონიშვილი, მაგრამ სიმართლე ვერავინ დაადგინა.ასე ეწერა მარიამ დედოფალს, ძაძები არ უნდა გაეხადა.
დადიოდა შავოსანი დედოფალი საქართველოში და აშენებდა დანგრეულსა და იავარქმნილს. ბოლნისის ტაძარი შეაკეთებინა, რუისში ეკლესია განაახლა, ალავერდი შეამკო, თბილისში დაბლაციხესთან ეკლესია ააგო, სვეტიცხოვლის მორღვეული გუმბათი აღადგინა.
დადიოდა და აწერინებდა წიგნებს. მარიამისეული «ქართლის ცხოვრება» მისი ბრძანებით არის გადაწერილი.დადიოდა და განიკითხავდა ქვრივ-ობლებს.შენდებოდა ქრისტიანი საქართველო და მაჰმადიანი როსტომ მეფე თითქოს ვერაფერს ხედავდა. იჯდა თბილისში ირანის ყულარაღასი და ისპაჰანის ტარუღა და, მარიამ დედოფლის ხელით, აშენებდა ქრისტიან საქართველოს.ბოლოს როსტომ მეფის საათმაც დარეკა და ღრმად მოხუცი 1658 წელს მიიცვალა იგი. როსტომ მეფე სპარსეთს წაასვენეს და დიდებით დაკრძალეს შაჰ-აბას პირველის გვერდით წმინდა ქალაქ ყუმში.ასე წვანან ირანულ მიწაში ერთმანეთის გვერდიგვერდ საქართველოს დამაქცევარი და საქართველოს მაშენებელი.
თითქოს ქმრის სიკვდილი არ კმაროდა, ახალი დამცირება ელოდა მარიამ დედოფალს. ისპაჰანიდან რაყამი მოვიდა. შაჰი ბრძანებდა: ახალმა მეფემ ვახტანგ V ანუ სპარსულად შაჰ-ნავაზმა ცოლად შეირთოსო მარიამ დედოფალი. სპარსელები არას დაგიდევდნენ, რომ ვახტანგ V უკვე ცოლიანი კაცი იყო და როდამ ბარათა-ყაფლანიშვილთან 8 შვილი ჰყავდა. ასე ნებავდა ირანელ ხელმწიფეს და ქართველ მეფეს მორჩილად უნდა დაეკრა თავი. სხვა გზა არ იყო.
მესამედ გათხოვდა მარიამ დადიანი.
No comments:
Post a Comment